21-28 აპრილის შუალედში ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა 1438 მოსწავლის მშობელმა დაწერა
21-28 აპრილის შუალედში ქვეყნის მასშტაბით, ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა მხოლოდ 1438 მოსწავლის მშობელმა დაწერა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“ (EMIS) განუცხადეს.
მათივე განმარტებით, 21-28 აპრილის შუალედში ონლაინსწავლების მოთხოვნა 2426-მა მშობელმა გააუქმა. შეგახსენებთ, რომ ჯამში, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 624 000-ია.