საქართველოში 298 608 ადამიანს თვეში 600 ლარამდე, ხოლო 186 630 -ს 9 600 ლარზე მეტი ხელფასი აქვს
2022 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.9%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3%-ით არის გაზრდილი.
ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული. ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2022 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 24%-ს (298 608 ადამიანი) შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2022 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 16.6%-ს (206 537 ადამიანი) შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
2022 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარზე მეტ ხელფასს, 1.5% (186 630 ადამიანი) შეადგინა.