რა შენიშვნები წერია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ანგარიშში
გადაცემათა ციკლი ,,გზა ევროპისკენ“, რომელიც რადიო ,,კახეთის ხმის“ და ფეისბუქ გვერდის საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ეძღვნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებას. განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ჩვენს საზოგადოებას ამ მიმართულებით აღელვებს და აახლოვებს გზას ევროკავშირამდე.
მიმდინარე თვეში, გამოქვეყნდა ანგარიში ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან ძირითადი დემოკრატიული პრინციპებისა და იმ მთავარი პოლიტიკური ვალდებულებების თვალსაზრისით“, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იკისრა.
გადაცემაში ვისაუბრბთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ანგარიში მიმიდინარე მოვლენების ფონზე, როდესაც საქართველომ გააკეთა ვეროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი.
ანგარიშში საუბარია კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე, პრესის თავისუფლებაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, საქართველოს თანამშრომლობაზე ევროკავშირთან და რუსეთის სანქციებზე, ასევე, ენერგეტიკასა და გარემოს დაცვაზე.
ანგარიში, რომელიც 2020 წლის აპრილიდან 2022 წლის თებერვლამდე პერიოდს მოიცავს, ევროპარლამენტის დაკვეთით გარე შემფასებელმა, სორბონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორმა და ევროპის კოლეჯის მოწვეულმა პროფესორმა, ლორა დელკურმა მოამზადა.
გადაცემის სტუმრები არიან ,,აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავის ოფისის ხელმძღვანელი ნიკა შარვაშიძე და ,,გამჭვირვალობა საქართველოს“ თელავის ოფისის ხელმძღვანელი ანა პაჭიკაშვილი.