ახალი ამბები

კრისტიან დანიელსონი “ქართული ოცნების” ლიდერებს ხვდება

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში კრისტიან დანიელსონი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს დღეს უკვე მეორედ ხვდება.

შეხვედრას მმართველი გუნდიდან “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ესწრებიან.

შეხვედრას ასევე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანიც ესწრებიან.

“ქართული ოცნების”ლიდერები კრისტიან დანიელსონს დღის პირველ ნახევარშიც შეხვდნენ.