სოფელ მატანში საცხოვრებელი სახლი იწვის
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საცხოვრებელი სახლი იწვის.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი ორსართულიანი შენობის სახურავს გაუჩნდა და შემდეგ მთელ სახლს მოედო.
ხანძრის შედეგად დაზიანდა შენობის ძირითადი ნაწილი და დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული, რომლებიც ხანძრის ლიკვიდაციას ახორციელებენ.