სოფელ ნაფარეულში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში 75 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილი მეუღლემ ნახა და პოლიციას მიმართა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და წლების განმავლობაში გადაადგილება უჭირდა.
თანასოფლელები ვარაუდობენ, რომ ის წაიქცა და თავი დაარტყა.
შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო.