ახმეტა-მატანის საავტომობილო გზაზე ავარიიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ახმეტა-მატანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ილტოს ხიდთან ავარია მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ,,ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და გარე განათების ბოძს შეეჯახა.
ავარიის შედეგად დაშავდა მძღოლი და ერთი მგზავრი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. ავარიის მიზეზს გამოძიება დაადგენს.