ახალი ამბები

საქართველოში 307 ათას ადამიანს სალომბარდე სესხი აქვს

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშებიდან ირკვევა, რომ 307 ათას ადამიანს საქართველოში სალომბარდე სესხი აქვს.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში სალომბარდე საქმიანობით სულ 193 ორგანიზაციაა დაკავებული. მათი 46.1% თბილისში საქმიანობს, დანარჩენები კი – რეგიონებში. სტატისტიკის თანახმად, ამ ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 27.8%-ია, ხოლო მათი საბალანსო მოგება 2020 წელს 18.4 მილიონი ლარი იყო.

რაც ნიშნავს იმას, რომ ლომბარდების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელი 282.4 მილიონი ლარია. ეს კი ერთ სესხზე საშუალოდ 919 ლარს შეადგენს.