ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

მაისიდან შესაძლოა პურის ფასი 10 თეთრით გაიზარდოს

მაისის თვიდან შესაძლოა პური კიდევ გაძვირდეს. პურის მცხობელთა ასოციაციის წინასწარი პროგნოზით, პურზე ფასი სავარაუდოდ 10 თეთრით მოიმატებს.

მათი თქმით, პურის გაძვირებას ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე არსებული ფასები იწვევს.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა სახეობის პურზე ფასები რამდენჯერმე გაიზარდა.