საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაცია დაფუძნდა
ხილ-ბოსტნეულის ექსპორტის ხელშეწყობისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაცია დაფუძნდა.
ბიზნესგაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელი და კომპანია „ფრუტილიას“ დამფუძნებელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ ასოციაციაში საწყის ეტაპზე 20- მდე კომპანია გაერთიანდა, თუმცა გაერთიანება ახალი წევრებისთვის ღია იქნება.
„ასოციაციის ძირითადი მიზანი საქართველოდან ხილის ექსპორტის ხელშეწყობა და თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ ბაზრების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით ერთობლივი მუშაობაა. ამ ეტაპზე არსებული სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ასოციაციის შექმნა გადავწყვიტეთ, რათა ადგილობრივმა კომპანიებმა ერთობლივი მუშაობის შედეგად, არსებული გამოწვევების გაანალიზება, დამუშავება და გადაჭრა შევძლოთ. დღეისთვის ხილის და ბოსტნეულის ექსპორტიორებისთვის მთავარი საკითხი ბაზრების დივერსიფიკაციაა“, – აღნიშნა დავით ბეჟიტაშვილმა.
ასოციაციის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ დღეისთვის რუსეთის ალტერნატიულ ბაზრებად ევროკავშირი, არაბული ქვეყნები და ყაზახეთი მოიაზრება.