ახალი ამბები

“პალიტრა L”-ის ლიტერატურული გაჩერება თელავიდან იწყება

“პალიტრა L”-ის ლიტერატურული გაჩერება თელავიდან იწყება.

ლიტერატურის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, აღმოაჩინონ ახალი წიგნები და შეიძინონ ისინი დიდი 70%-იანი ფასდაკლებით; დაესწრონ საინტერესო ლიტერატურულ ღონისძიებებს და გაცვალონ უსარგებლო (ძველი წიგნები, თაბახის ფურცლები, ჟურნალ-გაზეთები) მაკულატურა ახალ წიგნებში.

,,1 კგ. მაკულატურა = 1 ნერგს (ანუ 1 ქულას). ყველა წიგნს სხვადასხვა რაოდენობის ნერგი ქულა აქვს მინიჭებული, გარდა ამისა, სურვილისამებრ, მაკულატურა გადაიცვლება თანხაშიც. 1 კგ. მაკულატურა = 0.25 თეთრს. 19 აპრილს 15:00 საათზე თელავის „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართება ვასო გულეურის ახალი წიგნის – “ამბები კატა-კოტოსი” პრეზენტაციაც. შეგახსენებთ, რომ წიგნი გახდი საბავშვო ბესტსელერის კონკურსის ფარგლებში გამოიცა. ავტორი პატარა მკითხველს წაუკითხავს წიგნს და ისაუბრებს მის შესახებ. “ლიტერატურული გაჩერების” განრიგი: თელავი 19 აპრილი – (თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე(ერეკლეII-ის ქუჩა). 20 აპრილი ახმეტა – მერიის წინ (ხეივანი) ტერიტორია. 21 აპრილი ყვარელი – (კუდიგორის ქ. #2). ლიტერატურული გაჩერება მკითხველს არაერთ სასიამოვნო სიურპრიზს ჰპირდება”,- აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.