თელავის საკრებულომ მიუსაფარი ძაღლების პატრონობისა და მართვის წესის დამტკიცების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიუსაფარი ძაღლების პატრონობისა და მართვის წესის დამტკიცების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
პროექტის ინიციატორია საკრებულოს წევრი თინათინ ხანჯალიაშვილი. აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობით საკრებულოში შეხვედრაც გაიმართა.
თინათინ ხანჯალიაშვიალის თქმით, მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარებაზე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად მუშაობს.
“ცხოველთა პოპულაციის მართვის წესი გულისხმობს მიუსაფარი ძაღლების შეგროვებას, სტერილიზაციას, ვაქცინაციას, მაიდენტიფიცირებელი ნიშნის დამაგრებას და შემდგომ მათ ბუნებრივ საცხოვრისში დაბრუნებას. ის ამავე დროს ითვალისწინებს ძაღლებისა და კატების პასპორტიზაციას, მათი მიკედლების წახალისებას და ცხოველთა და ადამიანთა უსაფრთხო თანაცხოვრებაზე საინფორმაციო კამპანიას. ამ მიდგომის თანმიმდევრული განხორციელების შემთხვევაში, გრძელვადიან პერსპექტივაში, თელავის მუნიციპალიტეტში დაცული იქნება ადამიანის და ძაღლების უსაფრთხო თანაცხოვრების უფლებები“, – განაცხადა თინათინ ხანჯალიაშვილმა.
კონკრეტულად რა პრობლემები აქვთ ამ კუთხით თელავში და რა აქტივობები იგეგმება ინიციატივის ფარგლებში იხილეთ ვიდეო: