გურჯაანი-ჩუმლაყის გზაზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
გურჯაანი-ჩუმლაყის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 24 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.