იორმუღანლოში სამი ძირითადი პრობლემის მოგვარებას ითხოვენ
იორმუღანლოში მცხოვრებმა მოსახლეობამ სამი ძირითადი პრობლემის მოგვარებისთვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას ინიციატივით მიმართა.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ჩართულობით, ხელმოწერებიც შეაგროვეს.
იორმუღანლოში მცხოვრები მოსახლეობა იმ სამი ძირითადი საკითხის მოგვარებას ითხოვს, რომელიც უკვე წლებია პრობლემაა: იორმუღანლო-ბადიაურის დამაკავშირებელი ავარიული ხიდის რეაბილიტაცია, თემში საბავშვო ბაღის მშენებლობა და საჯარო ინფორმაციის მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომობა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ knews.ge-ის მიერ მომზადებულ ვიდეორეპორტაჟში.