ახალი ამბები

რეგიონები საქართველოში, სადაც ყველაზე მეტად გაღარიბდა მოსახლეობა

საქართველოში საარსებო შემწეობას 652 096 ადამიანი იღებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17.5%-ს შეადგენს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, სახელმწიფოსგან ფულადი დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა მხოლოდ ბოლო სამ თვეში 8 929 ადამიანით გაიზარდა.

2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობა 643 167-მა ადამიანმა მიიღო, მიმდინარე წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში კი ეს რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ, იანვარში საარსებო შემწეობა 648 176-მა ადამიანმა მიიღო, თებერვალში – 650 584-მა, მარტში კი სახელმწიფოსგან დახმარება 652 096 პირს ჩაერიცხა.

გთავაზობთ მონაცემებს რეგიონების მიხედვითაც:

თბილისში 2022 წლის მარტში საარსებო შემწეობას 132 979 ადამიანი იღებდა, ეს მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში უკიდურესად გაჭირვებული 115 355 ადამიანი იყო რეგისტრირებული;
იმერეთი – მიმდინარე წლის მარტში – 84 253 ადამიანი – გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 68 939;
ქვემო ქართლი – 2022 წლის მარტში 80 089 ადამიანი – 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში – 64 383;
სამეგრელო ზემო სვანეთი – მიმდინარე წლის მარტში 76 597 ადამიანი – გასული წლის მარტში – 67 149;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 2022 წლის მარტში 71 893 ადამიანი – 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში – 53 546 ადამიანი;
კახეთი – 2022 წლის მარტში 66 570 ადამიანი იღებდა შემწობას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 55 794;
შიდა ქართლი – მიმდინარე წლის მარტში 58 714 ადამიანი – გასული წლის მარტში – 49 455;
გურიაში 2022 წლის მარტში – 27 922 ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა, 2021 წლის მარტში – 22 551;
სამცხე-ჯავახეთი – 2022 წლის მარტში – 19 635 ადამიანი – 2021 წლის მარტში – 14 278;
მცხეთა-მთიანეთი – 2022 წლის მარტში – 18 815 სოციალურად დაუცველი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 16 407;
რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – მიმდინარე წლის მარტში 14 629, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში – 13 907