9 აპრილს გარდაცვლილი შალვა ქვასროლიაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილმა მუნიციპალიტეტის მერთან და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს გმირულად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღევანდელი საქართველო მათ გმირობაზე დგას და ამ დღემ განსაზღვრა ქვეყნის მომავალი.
„ჩვენს ისტორიაში არის დღეები, რომელიც არასდროს წაიშლება. ასეთია 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია და ამავე დროს ეს დღე არის ჩვენი გამარჯვების და თავისუფლების სიმბოლო. ქედს ვიხრი 9 აპრილს გარდაცვლილი გმირების წინაშე, რომელთა დაღვრილი სისხლით ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა“, – განაცხადა თენგიზ მთვარელიშვილმა.
დღესვე საკრებულოს წევრებმა 33 წლის წინ გმირულად გარდაცვლილი შალვა ქვასროლიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.