ახალი ამბები

ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის უკრაინის რადა მადლობას უხდის

საქართველოს პარლამენტთან ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მოკლული მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად აქცია- პერფორმანსი გაიმართა.

“მადლობა, საქართველო. უკრაინელი ხალხი გრძნობს ქართველების მხარდაჭერას”, — წერს რადა.

უკრაინის რადა საქართველოში გამართულ მხარდამჭერ აქცია-პერფორმანსს გამოეხმაურა და დაწერა, რომ უკრაინელი ხალხი გრძნობს ქართველების მხარდაჭერას. რადამ Twitter-ზე აქციის ვიდეო გამოაქვეყნა.