ახალი ამბები

შესაძლებელია პანდემია დასრულებულად გამოცხადდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ვირუსის ევოლუციაში რამე ექსტრაორდინარული არ მოხდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს.

“არ გამოცხადებულა დასრულებულად პანდემია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მაგრამ მისი მწვავე ფაზა, სწორედ ამ სტრატეგიულ დოკუმენტში მათ თქვეს, რომ მწვავე ფაზა სრულდება. ანუ დიდი ალბათობით, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თუ რაღაც ექსტრაორდინარული არ მოხდა ამ ვირუსის ბიოლოგიაში, ევოლუციაში, მაშინ წელს, დიდი ალბათობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას გამოაცხადებს დასრულებულად”,
— განაცხადა მან.