24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსით გარდაცვალება არ ფიქსირდება
საქართველოში 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით არავინ გარდაცვლილა.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასულ 24 საათში ჩატარებული 22625 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 324 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 721 ადამიანი. ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის “ომიკრონ” ვარიანტი.
7 აპრილის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 1.43%; ბოლო 7 დღის – 1.9%; ბოლო 14 დღის – 2.32%.