„ღვინის ექსპორტის შემცირება „რთველი 2022“-ზე გავლენას იქონიებს“ – ლევან მეხუზლა
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონში მიმდინარე ომის გამო ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდება, ეს კი 2022 წლის რთველზეც იქონიებს გავლენას.
ამის შესახებ ლევან მეხუზლამ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე – რა გავლენას იქონიებს ომის გავლენით დარგში შექმნილი ვითარება მიმდინარე წლის რთველზე და რა სახის მხარდაჭერის აღმოჩენას (სუბსიდირება) გეგმავს სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ამ ეტაპზე კონკრეტული ნაბიჯების შესახებ საუბრისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ მუშაობა მიმდინარეობს.
„ბუნებრივია, შექმნილ ვითარებას „რთველი 2022“-ზე გავლენა ექნება. სააგენტო კონკრეტულ საკითხებზე მუშაობს, თუმცა ამის გაჟღერებისგან თავს შევიკავებთ.
პირველი კვარტლის მონაცემების შემდეგ უკეთ შევაფასებთ მდგომარეობას და ექსპორტის მდგომარეობა კიდევ უფრო დავაკვირდებით, რადგან თითოეულმა ცვლილებამ შეიძლება ამ პროცესზე გავლენა მოახდინოს.
ღვინის წარმოების მთავარი ნედლეული ყურძენია და როდესაც ღვინოზე მოთხოვნა იკლებს, ეს მის მთავარ ნედლეულზე მოთხოვნასაც შეამცირებს“, – განმარტა ლევან მეხუზლამ.