ახალი ამბები

თელავში, უკრაინიდან ლტოლვილმა მოქალაქეებმა ოში დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს

თელავში, 9 აპრილის მემორიალთან უკრაინიდან ლტოლვილმა მოქალაქეებმა, უკრაინაში დაღუპულ ქართველებს პატივი მიაგეს.

ლტოლვილებს უკრაინის ჰიმნის ფონზე, მემორიალთან თელავში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ. უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოში ჩამოსულმა მოქალაქეებმა, საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე ომსა და კახეთში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

“მართალია ჩვენს ქვეყანაში არ ვართ, მაგრამ თავს ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. ძალიან მადლიერები ვართ ქართველი ხალხის, რომელიც აქ ძალიან თბილად გვხვდება და ყველანაირად გვეხმარება”– განაცხადა ლაგოდეხში მცხოვრებმა უკრაინელმა ლტოლვილმა ელენა შეპიტმა.

მემორიალიდან უკრაინელმა ლტოვილებმა ერეკლე მეორეს მუზეუმში გადაინაცვლეს და ორგანიზაცია ,,დროას” ორგანიზებით, ისინი დღეს, თელავის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.