კახეთში რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მეწარმეებს გრანტები გადაეცათ
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 30 000 ლარიანი და 100 000 ლარიან საგრანტო პროგრამებში გამარჯვებული მეწარმეები დაჯილდოვდნენ.
გურჯაანის ტექნოპარკში, კომისიის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცათ. ერთიანი რეგიონული განვითარების პოლიტიკისა და ევროკავშირის ტერიტორიული დაგეგმვის უახლესი მიდგომების შესაბამისად, პროექტის მიზანია, რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში.
“შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი დაინტერესება გამოიწვია კახეთში ამ პროექტმა, რადგან კახეთში შემოვიდა 47 განაცხადი და აქედან დაფინანსდა 10 მეწარმე. მთავარი პრინციპია, რომ მეწარმეებს უნდოდეთ ინოვაციური/ახალი პრინციპის შემოტანა სხვა და სხვა დარგში”,-
განაცხადა ტექნოპარკების ქსელის მენეჯერმა გიორგი კეჟერაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ განაცხადების მიღების მეორე ეტაპი მაისიდან დაიწყება.