ახალი ამბები

“ხორბალი 20%-ით გაძვირდა”- “ბარაქა

მეხორბლეების ინფორმაციით, ხორბლის ფასი 20%-ით გაიზარდა.

მათივე ცნობით, 1 ტონა ხორბლის შემოტანა ამ დროის მონაცემებით უკვე 400$ ღირს. რუსეთიდან შემოტანილი ერთი ტომარა ფქვილის გასაყიდი ფასი კი 65-67 ლარია.

რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების ფქვილის ღირებულებას, როგორც კომპანია “ბარაქას” ხელმძღვანელი ლადო ბიძინაშვილი აცხადებს, ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდი ფასი 78 ლარიდან 82 ლარამდე მერყეობს.

“ჩვენ ხორბლის 4000 ტონამდე მარაგი გვაქვს. დამატებით 1000 ტონა ხორბალს ველოდებით ყაზახეთიდან, რაც ჩვენი კომპანიის 1.5 თვის მარაგს წარმოადგენს. რაც შეეხება ზოგადად ხორბლის ფასს, დაახლოებით 400 დოლარამდე არის გაძვირებული. აქედან გამომდინარე გაძვირებულია ფქვილიც. დღეს სარეალიზაციო პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 78-82 ლარია“, – აცხადებს ბიძინაშვილი.

რაც შეეხება ტრანსპორტირების ხარჯს, მისი განმარტებით, კომპანიას ხორბალი ძირითადად სარკინიგზო გზით შემოგვაქვს, სადაც ტარიფები არ შეცვლილა.

თუმცა „ბარაქას“ ხელმძღვანელის განცხადებითვე, ლარსით შემოსული რუსული ხორბლის ფასს სავარაუდოდ გაიზრდება: „რა ცვლილება იქნება ფასების ნაწილში, ჯერ არ ვიცით, ვინაიდან დაახლოებით 3 კვირაა უამინდობის გამო, მოძრაობა შეჩერებულია“.