მსოფლიო ბანკმა კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი დაამტკიცა
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი დაამტკიცა, რომლის ფარგლებში, 109 მლნ.
დოლარის მოცულობის დაფინანსებით, კახეთის რეგიონის დედაქალაქთან და ქვეყნის ავტომაგისტრალთა ქსელთან დაკავშირება მოხდება. ინფორმაციას ამის შესახებ მსოფლიო ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კახეთს, როგორც მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო და ღვინის წარმოებისა და ექსპორტის ცენტრს, ტურიზმისა და ზრდის დიდი პოტენციალი აქვს. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, დედაქალაქამდე და ქვეყნის სხვა რეგიონებამდე, მოსახლეობას უსაფრთხო და შედარებით სწრაფად მგავრობის შესაძლებლობა ექნება..
„მაღალი გამტარობის მქონე ავტომაგისტრალები საქართველოს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორებია, რამდენადაც ისინი სხვადასხვა დარგის ფირმების ბაზრებთან გაცილებით ეფექტიან წვდომას უზრუნველყოფენ, ტურისტულ ცენტრებთან კავშირს ამარტივებენ და ასევე, მგზავრებს და საზოგადოებას წვდომას ისეთ ძირითად სერვისებთან და შესაძლებლობებთან უადვილებენ, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება და სამუშაო ადგილები,“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა.
მათივე ცნობით, ამ პროექტით მსოფლიო ბანკი საქართველოს მისწრაფებას მხარს უჭერს_, გახდეს რეგიონის სატრანზიტო ჰაბი.
კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი 17 კმ. სიგრძის და ოთხი ზოლის მქონე ავტომაგისტრალის მონაკვეთის მშენებლობას საგარეჯოსა და ბადიაურს შორის, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის დერეფანში დააფინანსებს, რითაც კახეთს თბილისთან და ქვეყნის დანარჩენ რეგიონებთან დააკავშირებს. მსოფლიო
ბანკის ამ პროექტის საშუალებით განხორციელებული ინვესტიციის პარალელურად, საქართველოს მთავრობა აღნიშნული დერეფნის პირველ სამ მონაკვეთს თბილისიდან საგარეჯომდე ააშენებს. დერეფანი, სავარაუდოდ, 2025 წლისთვის ამოქმედდება. ასევე, დაგეგმილია დერეფნის დარჩენილი ნაწილების მშენებლობა ბადიაურსა და ლაგოდეხს შორის, რაც მომავალ ეტაპზე ტრანსპორტის მოძრაობის დონიდან გამომდინარე განხორციელდება.
მსოფლიო ბანკი, 2006 წლის შემდეგ, სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კოორდინაციით, საქართველოს მთავრობასთან ეროვნული ავტომაგისტრალების ქსელის განვითარების მიზნით თანამშრომლობს, რისთვისაც კოლექტიურად 2 მლრდ. აშშ დოლარის მობილიზება განხორციელდა.