დიზელის ფასი შესაძლოა, 4,5 ლარი გახდეს
დიზელის ფასი შესაძლოა 4,5 ლარი გახდეს.
ნავთობ იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ დღეს არსებული საერთაშორისო ფასით, დიზელი ქვეყანაში ჯერ არ შემოსულა, შესაბამისად, თუ ეს ღირებულება შენარჩუნდა, პროდუქტის ახალი ფასი, ადგილობრივ ბაზარზე 4,5 ლარს მიაღწევს.
„მიმდინარე ეტაპზე დიზელის ტიპის საწვავზე ფასი განსაკუთრებით არის მომატებული. თუ ავტოგასამართ სადგურებზე ვნახავთ, ასეთ რამ არასდროს ყოფილა, როდესაც დიზელის ტიპის საწვავი უფრო მეტი ღირს, ვიდრე სუპერის ტიპის ბენზინი. დიზელის საწვავი ომის დღიდან დღემდე საშუალოდ, გაზრდილია 432 დოლარით, ტონაზე, ეს არის 52%-ანი მატება. დღეს მიმდინარე ფასით, რაც ფიქსირდება საერთაშორისო პლატცის მიხედვით, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ბაზარზე ჯერ არ შემოსულა. თუ ეს ფასები შენარჩუნდა, რაღაც დროის ინტერვალის მერე, აქაც მოხვდება.
1 256 დოლარია დიზელის საერთაშორისო ფასი, რაც გამოდის 4,5 ლარი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთ ნახტომისებურ და მასშტაბურ მატებაზე, მე მაქსიმალურად გამჭვირვალედ გაწვდით ამ მონაცემებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ეს ციფრები გამოთვალოს, თუ რა მასშტაბის ზრდაზეა საუბარი“,- განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.