საწვავის ფასმა 4 ლარს გადააჭარბა
საქართველოში საწვავის ფასმა მორიგი ფსიქოლოგიური ნიშნული გადალახა.
ვისოლის ქსელში დიზელი 4.09 თეთრი ღირს. სხვა ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზეც ფასები 4.00 ლარიან ზვარს მხოლოდ რამდენიმე თეთრით ჩამორჩება.
მარტის დასაწყისში ბარელი ნავთობის ფასმა 2008 წლის შემდეგ პირველად $130-ს გადააჭარბა, შემდეგ ცოტა დაიკლო, მაგრამ ახლაც $111 ღირს, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე მეტია, მაგრამ თუ 2014 წლის ივნისში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.80-ზე ნაკლები იყო, ახლა 3.20-ს აჭარბებს.
საწვავის ფასის ზრდა ორნიშნა ინფლაციის ერთ-ერთი გამომწვევია. ზრდის ტემპის შეჩერების ერთ-ერთ მექანიზმად აქციზის გადასახადის განულება ან როგორც მინიმუმ განახევრება სახელდება, რასაც მთავრობა 500 მლნ ლარიანი საბიუჯეტო შემოსავლების დაკარგვის მიზნით არ თანხმდება.