,,თელავის ბაზარში 1 კილოგრამი ღანძილი 200 ლარი ღირს”
თელავის ბაზარში 1 კილოგრამი ქართული ღანძილის ფასი 200 ლარი გახდა- ფოტოს და ინფორმაციას თელავის ერთ-ერთ სოციალურ ჯგუფში მომხმარებელი აქვეყნებს.
აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივების დიდი გამოხმაურება მოყვა. თელავში მცხოვრებლების ნაწილის თქმით, გასულ კვირებში ღანძილის ფასი 50 ლარი იყო, შემდეგ კი 100 ლარამდე გაიზარდა. მათი თქმით, რამ გამოიწვია აღნიშნულ პროდუქტზე ფასის გაზრდა არ აქვთ ინფორმაცია.
ინტერნეტ ფოტო