ახალი ამბები

თელავში ქუჩების დამისამართებაზე და საინფორმაციო დაფების განთავსებაზე ტენდერი გამოცხადდა

ქალაქ თელავში ქუჩების დამისამართებაზე, სტანდარტიზაციასა და საინფორმაციო დაფების განთავსებაზე ტენდერი გამოცხადდა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის თქმით, ტენდერის ღირებულება 823 160 ლარია.

მისი თქმით, პროექტის სტრატეგიული მიზანია მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის გაუმჯობესება, ასევე თელავის, როგორც რეგიონული ცენტრის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით.