ლაგოდეხში მცხოვრები 30 წლის მხატვრის მხარდაჭერა უკრაინელებს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მცხოვრები 30 წლის ნელიკო ლუხოშვილი 4 შვილის დედაა.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად დაუცველია და უამრავი პრობლემა აქვს, უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას შეძლებისდაგვარად უცხადებს. ნელიკომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პორტრეტი დახატა და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ ოჯახს, საკუთარი საცხოვრებელი სახლიც არ გააჩნია, რადგან ხანძარმა გაუნადგურა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახლი, როცა დაეწვათ მისი ყველა ნახატი და ნივთები განადგურდა, ახლა ახალი შემართებით განაგრძობს ცხოვრებას.