ახალი ამბები

თელავში თონეების ნაწილში პურის ფასი 30 თეთრით გაიზარდა

ქალაქ თელავში თონეების ნაწილმა პურის ფასი 30 თეთრით გაზარდა.

ადგილობრივების თქმით, პური 1 ლარი ღირდა, ახლა კი მისი ღირებულება 1,30 ლარია. თონის მეპატრონეები პურის ფასის მატების მიზეზად ფქვილის ღირებულების გაზრდას ასახელებენ.

აღსანიშნავია, რომ, სხვა დასახელების პურის ფასმა 20 თეთრით მოიმატა სასურსათო მაღაზიებშიც.