ახალი ამბები

ვინ იყვნენ დაკრძალულნი ბატონის ციხის სამხრეთ ნაწილში

თელავში, ბატონის ციხის სამხრეთ ნაწილში დაკრძალულ ადამიანებზე, საზოგადოებაში უამრავი მითი არსებობს.

ისტორიკოსის, თენგიზ სიმაშვილის განცხადებით, მოსახლეობაში ამ საკითხზე სხვადასხვა ინფორმაციაა გავრცელებული.

“ერთი მათგანი ქაქუცა ჩოლოყაშვილის წინააღმდეგ ბროლას შეეწირა 1923 წელს, ხოლო დანარჩენები 1920 წელს ლაგოდეხში ქართული ჯარის ნაწილებში მომხდარ ბოლშევიკების მხარდამჭერ ამბოხში მონაწილეობდნენ და სიკვდილით იქნენ დასჯილი.

საქართველოს ოკუპაციიდან მალევე, 1922 წელს, დიდი ზარ-ზეიმით გადმოასვენეს და დაკრძალეს თელავში, ძველი ბაღის ტერიტორიაზე. სწორედ ამ დროს ბაქოში ე.წ. 26 კომუნარი გადაასვენეს და ა.შ. 

საბჭოთა კამპანია იყო ახალი დროის გმირების შექმნის. ასე რომ მითები და ოჯახში შემონახული ისტორიები ერთია, დოკუმენტები კი მეორე. ისტორია საინტერესო და ზოგჯერ ზუსტი მეცნიერებაა“,- აცხადებს თნგიზ სიმაშვილი.

ე.წ. ,,ძმათა სასაფლაო“ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან მალევე დაარბიეს. 2012 წელს კი მათი ნეშტი გადასვენეს ახალ სასაფლაოზე.