საგარეჯოში „ალტ ინფოს“ ოფისთან აქცია “საგარეჯო არ იყიდება რუბლზე” მიმდინარეობს
საგარეჯოში „ალტ ინფოს“ ოფისთან აქცია მიმდინარეობს.
“საგარეჯო არ იყიდება რუბლზე”, „საგარეჯო რუსული ძალების გარეშე”- ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ადგილობრივ მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები ერთი კვირის წინ გახსნილი ოფისის დახურვას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების ბრალდებას, კონსერვატიული მოძრაობის წარმომადგენლები არ პასუხობენ. ოფისი საგარეჯოში, დაახლოებით ერთი კვირის წინ ოფიციალურად გაიხსნა.
მანამდე პარტიამ ოფისები ლაგოდეხში, თელავში, დედოფლისწყაროსა და გურჯაანში გახსნა.