ვიდეორეპორტაჟიღია სტუდია

ადრეულ ასაკში ბავშვთა განვითარება

ადრეული ასაკი ბავშვის განვითარების ყველაზე აქტიური და კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია.

ამ დროს საფუძველი ეყრება ბავშვის ჯანმრთელობის, ემოციური, ფსიქიკური, სოციალური, შემეცნებითი თვისებების, ძირითადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და პიროვნულ ფორმირებას. ამ ასაკში მიღებული გამოცდილება დიდ გავლენას ახდენს მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის პროცესზე და მიღწევებზე. ბავშვის სრულფასოვანი და მრავალმხრივი განვითარებისთვის საჭირო გარემოსა და პირობების შექმნა მხოლოდ სახელმწიფოს, მშობლების, სასწავლო დაწესებულებებისა და თემის ერთობლივი მონდომებისა და ძალისხმევითაა შესაძლებელი.

იმისთვის რომ გავიგოთ რა მდგომარეობა ამ კუთხით ჩვენს რეგიონში, გადაცემაში სტუმრად გვყავდა კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის დირექტორი ნანა ათუაშვილი და ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების ფასილიტატორი მარი არჯევანიძე, რომლებმაც მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.