თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვის უფლებათა ცენტრი გაიხსნა
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვის უფლებათა ცენტრი გაიხსნა.
ღონისძიებას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ჰასან ხალილი დაესწრო.
ცენტრის წარმომადგენლების თქმით, ის ხელს შეუწყობს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების, სამოქალაქო ორგანიზაციების, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლების, მშობლების და ბავშვების ინფორმირებულობას ბავშვთა უფლებებზე. ბავშვის უფლებათა ცენტრი ნორვეგიის დაფინანსებით დაარსდა.