ახალი ამბები

კახეთში ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მოწესრიგების სამუშაოები ხორციელდება

საქართველოს მელიორაცია“, კახეთში, 4500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე, სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს.

საქართველოს მელიორაციის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ახაშენისა და ჩუმლაყის ტერიტორიაზე ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან 6 კილომეტრამდე სიგრძის საირიგაციო არხი იწმინდება.

,,სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 4500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფა, რაც ადგილობრივ ფერმერებს ხარისხიანი და უხვი მოსავლის მოყვანის შესაძლებლობას მისცემს. სარწყავ სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები აპრილის შუა რიცხვებში დასრულდება.”