კელი დეგნანი- კანონის უზენაესობის განმტკიცება აშშ-ის მაღალ პრიორიტეტად რჩება
აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა თელავის რაიონულ სასამართლოში აშშ-ის მხარდაჭერილ პროექტებზე ისაუბრა.
ელჩმა დეგნანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცება აშშ-ის მთავრობის მაღალ პრიორიტეტად რჩება. მისი თქმით, ამას ასახავს საქართველოში აშშ-ის წარმომადგენლობის ოცდაათი ოფისისა და სააგენტოს მუშაობა.
,,ბევრი მათგანი ქართველ პარტნიორებთან ერთად ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებისა და გაძლიერებისთვის მუშაობს. კერძოდ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი თელავის სასამართლოსთან თანამედროვე სასამართლო დარბაზების ჩამოყალიბებისთვის მუშაობს, რათა მხარდაჭერილ იქნას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, სასამართლო პროცესის უწყვეტობა და მტკიცების გაუმჯობესებული პროცესი”,- განაცხადა კელი დეგნანმა.
მისი თქმით, USAID-ის კანონის უზენაესობის ახალი პროგრამა ეხმარება სასამართლოებს საქართველოში, უფრო სწრაფად მოახდინონ რეაგირება საზოგადოების საჭიროებებზე.
„უკრაინაში მიმდინარე ძალზედ სამწუხარო მოვლენები არ შეასუსტებს აშშ-ის მთავრობის შესაძლებლობას, გააგრძელოს საქართველოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება. პირიქით, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, ააშენოს დემოკრატია და მიჰყვეს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.”