ახალი ამბები

რუსეთი 200-ზე მეტი დასახელების საქონლის ექსპორტს კრძალავს

რუსეთი მიმდინარე წლის ბოლომდე, 200 – ზე მეტი დასახელების საქონლის საზღვარგარეთ გატანას აჩერებს.

ამის შესახებ საუბარია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჩამონათვალშია: ტექნოლოგიური, ტელესაკომუნიკაციო, სამედიცინო დანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ელექტრო აპარატურა – 200 დასახელების საქონელი, მათ შორის სარკინიგზო ვაგონები და ლოკომოტივები, კონტეინერები, ტურბინები, ქვისა და მეტალის დამამუშავებელი დაზგები, მონიტორები, პროექტორები, პულტები და პანელები“, – ნათქვამია მთავრობის ინფორმაციაში.

განცხადების თანახმად, აღნიშნული ზომა რუსეთის ბაზარზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია.

როგორც რუსული მედია წერს, მინისტრთა კაბინეტში განაცხადეს, რომ შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნებს, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს.