ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პრიორიტეტულ საკითხებად ძირითადად სასმელი წყლის და გარე განათების ახალი ქსელების, სანიაღვრეების, ასევე სოფლებში ამბულატორიების, სკვერების და სატრენაჟორო სივრცეების მოწყობა დასახელდა.

,,თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლებში შეხვედრები დავასრულეთ. გასული წლებისგან განსხვავებით სიახლე ის გვაქვს, რომ სახელმწიფოსთან ერთად თანადაფინანსებაში მერია არა 50, არამედ 100 % მიიღებს მონაწილეობს, რაც განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების თანხას მნიშვნელოვნად ზრდის. მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტული საკითხების მოსაგვარებლად მუშაობას უახლოეს მომავალში დავიწყებთ”, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.

ჯამში, მოსახლეობასთან შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 29 სოფელში ჩატარდა, პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი თანხა კი 956 000 ლარს შეადგენს.