აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსული ნავთობისა და ენერგოპროდუქტების იმპორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შეერთებულ შტატებში რუსული ნავთობის, ბუნებრივი გაზის და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა.
ინფორმაციას USA Today ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი 414-მა კონგრესნმენმა დაუჭირა, 17 კი წინააღმდეგი იყო. აღნიშნული სანქცია ერთერთია იმ ნაბიჯებს შორის, რომლითაც დასავლეთს ოფიციალური მოსკოვის დასჯა სურს უკრაინაში შეჭრის გამო.
ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსული ნავთობისა და ენერგოპროდუქტების იმპორტის აკრძალვის შესახებ ისაუბრა ევროპელ პარტნიორებთანაც, თუმცა მათ ამავე ნაბიჯების გადადგმისგან შესაძლოა თავი შეიკავონ.