პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო თელავში მაღაზიის დახლები ცარიელდება
პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, თელავში, მაღაზიის დახლები ცარიელდება.
დილიდან მოსახლეობა დიდი რაოდენობით პროდუქტს იმარაგებს. გარკვეული დასახელების პროდუქტებზე მაღაზიებმა ლიმიტი დააწესეს. შაქარზე, ზეთზე და ფქვილზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა.
“ნიკორას” ფილიალში, შაქრის დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, 5 კილოგრამზე მეტის შეძენა შეუძლებელია. რაც შეეხება ფასს, აღნიშნული პროდუქტი რამდენიმე თეთრით გაძვირდა და ამ დროისთვის 2,69 ლარს შეადგენს
შაქრის შეძენა ასევე ლიმიტირებულია სუპერმარკეტ ,,ლიბრეში“, სადაც მომხმარებელი 5 კილოგრამზე მეტ შქარს ვერ შეიძენს. რაც შეეხება ფასს, ის 2,59 ლარია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის სტაბილური მიწოდების შენარჩუნების პარალელურად, კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა არ მოხდეს ფასების უსაფუძვლო მატება.