ვაქცინაციის ფინანსური წახალისების პროგრამა მარტის ბოლომდე გაგრძელდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 200-ლარიანი წახალისების პროგრამით სარგებლობა 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინაციის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ შეუძლიათ. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წახალისების პროგრამა კი 31 მარტამდე გაგრძელდა.
ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები, ბუსტერის გაკეთების შემთხვევაში, 100 ლარს მიიღებენ. იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი საპენსიო ასაკს არ შეესაბამება, სოციალური სააგენტო, “ლიბერთი ბანკთან” არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ანგარიშებს თავად გაუხსნის.
ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ გვერდს booking.moh.gov.ge; ასევე, შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს.