სუმიში რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია
სუმიში რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი იყო.
სუმის რეგიონის გუბერნატორი დმიტრო ჟივიცკი აცხადებს, რომ რუსეთმა ღამით საცხოვრებელი უბანი დაბომბა. ის მომხდარს “მასობრივ მკვლელობას” უწოდებს.
მისი თქმით, ერთ სახლში ცხრა ადამიანი დაიღუპა. ექვსი სახლი მთლიანად განადგურდა, 20-მდე კი ნაწილობრივ დაინგრა. ბოლო მონაცემებით, სუმის დატოვება 5 000-მდე ადამიანმა შეძლო.