კახეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
კახეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა გამთენიისას მომხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ლაგოდეხი-წნორის დამაკავშირებელ გზაზე BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
მიღებული ტრამვების შედეგად ლაგოდეხში მცხოვრები კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.