ახალი ამბები

პოლიციამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული დააკავა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

შემთხვევა სოფელ კარდენახში წუხელ მოხდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი ჯერ დაჭრეს და შემდეგ მანქანა დააჯახეს, მაგრამ დადასტურებული ინფორმაციით, 34 წლის თანასოფლელმა 32 წლის კაცს მანქანა გამიზნულად დააჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებებით კაცი გურჯაანის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვების გამო მალევე გარდაიცვალა.