გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა სოფელ კარდენახში წუხელ მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდების ჯგუფი წვეულებაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც მათ ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ.
ადგილობრივების ერთ- ერთი ვერსიით, კაცს ჭრილობები გულმკერდის, თავისა და მუცლის არეში მიაყენეს, რის შემდეგაც მანქანა დააჯახეს.
დაშავებული გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გარდაიცვალა.
ექიმების განმარტებით, მას სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრამვები ჰქონდა მიყენებული.
გარდაცვლილი გურჯაანის პროზექტურაშია გადასვენებული. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.