ევროკომისიამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა
ევროკომისიამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი მოამზადა, რომელიც რუსი ოლიგარქების, პოლიტიკოსებისა და ასევე სამი ბელარუსული ბანკის წინააღმდეგაა მიმართული – ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
მათივე ცნობით, სანქციები, რომელსაც ევროკავშირის ელჩები დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ, სამ ბელარუსულ ბანკს Swift-ის საბანკო სისტემიდან გარიცხავს და ევროკავშირის შავ სიაში უფრო მეტ რუს ოლიგარქსა და პოლიტიკოსს დაამატებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სანქციების ახალი პაკეტი აკრძალავს ევროკავშირიდან საზღვაო ტექნოლოგიების ექსპორტს რუსეთში. ის აგრეთვე ითვალისწინებს კრიპტოვალუტების მონიტორინგსაც, რათა არ მოხდეს მათი გამოყენება სანქციების თავიდან არიდების მიზნით.