ახალი ამბები

„საწვავი გაძვირდება 50 თეთრით და ლარი კვლავ გაუფასურდება 40 თეთრით“

„დროით დინამიკურ მწკრივში ექსტრაპოლაციის შედეგად საწვავი გაძვირდება 50 თეთრით და ლარი კვლავ გაუფასურდება 40 თეთრით,“-ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„საწვავი ყველაზე “გაუბედურებულ” და არაბრენდირებულ “კალონკა”-ზე ღირს 3.4 ლარი, დოლარის კურსი 3.47 ლარია. დროით დინამიკურ მწკრივში ექსტრაპოლაციის შედეგად საწვავი გაძვირდება 50 თეთრით და ლარი კვლავ გაუფასურდება 40 თეთრით.

გააუქმეთ აქციზის გადასახადი საწვავზე და გაუშვით დღგ მცურავ რეჟიმზე (დასვით 10% ზე).

ეს შეაჩერებს ინფლაციას;
ეს შეაჩერებს ლარის გაუფასურებას;
ეს გააიაფებს საწვავს 85 თეთრით;
ეს მისცემს ბიზნესს ახალი ბაზრების მოძიების საშუალებას;
ეს როგორც მინიმუმ, შეაჩერებს ფასების ზრდას.
ეს ყველაფერი მოკლევადიან პეროოდში (6 თვე) და ამ პერიოდში აგრესიულად იმუშავეთ, რომ მიიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს სტატუსი მოგვცემს ახალი ბაზრების, ინვესტიციების და ფინანსური ნაკადების საშუალებას, რომელიც ავტომატურად დაასტაბილურებს ზემოთაღნიშნულ პრობლემებს.

შემოიჭირეთ ქამრები. ამ რეფორმით დაკარგავს ბიუჯეტი 4 მილიარდ ლარამდე და ეს კარგია. ნაკლებ ლარს დახარჯავთ ამ გიჟური ინფლაციის ფონზე. გაანახევრეთ ადმინისტრაციული ხარჯი და ზემოდან ხარჯვით ნაწილს მოაკელით 2 მილიარდი ლარი,“- წერს აბესაძე.