ახალი ამბები

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 364 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 25 ბავშვი დაიღუპა

უკრაინაში 24 თებერვლიდან, რუსეთის შეჭრის დღიდან, მინიმუმ 364 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 25 ბავშვი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამავე პერიოდში დაშავდა 759 მშვიდობიანი მოქალაქე.

„დაფიქსირებული სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღის, მათ შორის მძიმე არტილერიის და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების, გამოყენებით, სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებით“, – აცხადებენ გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისში.