მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებული „დროას“ 2 წევრი საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს
“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან დააკავეს, გათავისუფლებულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, მასთან ერთად დაკავებული ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
„ელენე ხოშტარია გუშინ საღამოს გაათავისუფლეს. ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, ჯერჯერობით იქ არიან. სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა“,-აღნიშნავენ პარტიაში.
ცნობისთვის, გუშინ, პარტია „დროას“ ლიდერები და მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, მათ ადგილზე რუსული პროდუქტი მიიტანეს, რითაც რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანასთან დაკავშირებული გადაწყეტილება გააპროტესტეს.
პოლიციამ აქტივისტებს მოუწოდა, ტერიტორიაზე პროდუქტი არ დაეტოვებინათ, რასაც პოლიციასა და აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობას “კეტჩუპი შეასხა და ბრინჯი დაყარა”, რის გამოც დააკავეს. მასთან ერთად, პოლიციამ პარტიის კიდევ ოთხი წევრი დააკავა.