კონდოლში ციხე-კოშკზე უკრაინის დროშა აღმართეს- ვიდეო
ციხე-კოშკზე, რომელიც სოფელ კონდოლში მდებარეობს, სოფლის მკვიდრმა ზურა ოქროცვარიძემ უკრაინის დროშა აღმართა, ხოლო საკუთარ საცხოვრებელ სახლზე _საქართველოს დროშა.
“ამით სოლიდარობა გამოვხატე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ეს ქართველებს გამოვლილი გვაქვს და კარგად გვესმის რას განიცდიან, ყველა ადამიანმა უნდა გამოხატოს სოლიდარობა, როგორც შეუძლია”,-აცხადებს ზურა ოქროცვარიძე.